თბილისის წმინდა ალექსანდრე ნეველის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
თბილისის წმინდა ალექსანდრე ნეველის ეკლესია

თბილისის ალექსანდრე ნეველის ეკლესია

თბილისის წმინდა ალექსანდრე ნეველის ეკლესია — თბილისი
თბილისის წმინდა ალექსანდრე ნეველის ეკლესია
ძირითადი ინფორმაცია
გეოგრაფიული კოორდინატები 41°42′40″ ჩ. გ. 44°48′03″ ა. გ. / 41.7113056° ჩ. გ. 44.8010556° ა. გ. / 41.7113056; 44.8010556
რელიგიური კუთვნილება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დროშა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია
ქვეყანა დროშა: საქართველო საქართველო
მუნიციპალიტეტი ჩუღურეთის რაიონი
ადგილმდებარეობა თბილისი
ფუნქციური სტატუსი მოქმედი
ხუროთმოძღვრების აღწერა
თარიღდება 1864

თბილისის წმინდა ალექსანდრე ნეველის სახელობის რუსული ეკლესია — მართლმადიდებლური ქრისტიანული ეკლესია თბილისში (ჩუღურეთის რაიონი), ისტორიული მიკროუბნის ახალი კუკიის ტერიტორიაზე, კოტე მარჯანიშვილისა და ივანე ჯავახიშვილის ქუჩათა შესაყარზე. ეკლესია აგებულია 1863-1864 წლებში. ღვთისმსახურება აღევლინება საეკლესიო სლავურ ენაზე.

ეკლესია აშენდა თბილისის მოქალაქეთა პირადი შენაწირებით და რუსეთის წმინდა სინოდის მიერ გამოყოფილი თანხის მეშვეობით. 1886 წელს მნიშვნელოვნად გაფართოვდა, აღიმართა ერთიარუსიანი სამრეკლო კარიბჭით და ქვის კიბით, ხოლო 1913 წელს აშენდა თეოდორესეული ღვთისმშობლის ხატის სამლოცველო, რომელიც მიეძღვნა რომანოვების დინასტიის 300 წლისთავს. ეკლესიაში ორი ტრაპეზია: წმინდა ალექსანდრე ნეველის სახელობისა და წმინდა ნიკოლოზ საკვირველთმოქმედის სახელობისა. ეს უკანასკნელი 1900 წელს დაარსდა საკურთხევლის მარჯვნივ მდებარე ეგვტერში — რუსეთის იმპერატორ ნიკოლოზ II-ის მირონცხების პატივსაცემად. 1957 წელს ალექსანდრე ნეველის ეკლესიაში ბერად ეკურთხა საქართველოს მომავალი კათოლიკოს-პატრიარქი ილია II.

ალექსანდრე ნეველის ეკლესიის ეზოში დაკრძალული არიან მიტროპოლიტი ზინობი (მაჟუგა) (ეკლესიის წინამძღვარი 1950-1985 წლებში) და სქემარქიმანდრიტი ვიტალი (სიდორენკო).

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ენციკლოპედია „თბილისი“, თბ., 2002. — გვ. 966, ISBN 99928-20-32-2.
  • გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“, № 34, 1999 წ.